ლეგიონი: გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვში" თამაშის შანსი კვლავ არ მისცეს

AutoSharing Option
23 ოქტომბერს რუსეთის პრემიერლიგაში XIII ტური უფაში გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" ჩავიდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე კვლავაც სტუმართა გუნდის სათადარიგოთა შორის იყო, მატჩი კი "უფას" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

"კრილია სოვეტოვს" 15 ქულა აქვს და რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეკარის, ნუკრი რევიშვილის გუნდი "მორდოვია" დღეს სარანსკში კრასნოდარის "კუბანს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრად არ უმარტლებს გიორგის, ისევ დინამოში დარჩენა ჯობდა
Unknown
18:18 24-10-2015
0
რატომ ეტენებით რუსეთს?არ გაახარებენ ისინი ქართველს, რატომ არის ძნელად გასაგები.
vaxvax
19:57 24-10-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული