მირჩა ლუჩესკუ: გიორგი არაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ვარჯიში უყვარს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ "ტერნოპოლთან" (4:0) უკრაინის თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე ისაუბრა.

17 წლის გიორგი არაბიძემ "შახტარის" მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. არაბიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაამთავრა.

- ნათელი იყო, რომ სიურპრიზები არ იქნებოდა (რედ: პირველი მატჩი დონეცკელებმა 5:0 მოიგეს). მივეცი თამაშის საშუალება იმ ბიჭებს, ვისაც ჩემპიონატში ნაკლებად ვიყენებთ. გარდა ამისა, ახალგაზრდები მოვიწვიეთ. მათ მიიღეს გამოცდილება უფროსი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშის და ასევე, თავის გამოჩენის შანსი.

- როგორ მოგეწონათ გიორგი არაბიძის დებიუტი?
- ნიჭიერი ფეხბურთელია,
რომელსაც ვარჯიში უყვარს. თუ ის ასე მუშაობას გააგრძელებს, მაშინ კარგად წარმოაჩენს თავს. უბრალოდ, საჭიროა ჩვენი თამაშის სტილის გაგება და თანაგუნდელებთან ურთიერთგაგების დალაგება. საერთო ჯამში, მატვიენკომ, კორობენკომ, ბორიაჩუკმა, არაბიძემ და კოვალენკომ საკმაოდ კარგად ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ მოედანზე გასვლის დღეს არაბიძე 17 წლის, 7 თვისა და 23 დღის იყო. ეს მეხუთე შედეგია "შახტარის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებს შორის. ამ მხრივ რეკორდსმენი გენადი ზუბოვია, რომელმაც პირველი მატჩი ამ გუნდში 1994 წელს 17 წლისამ, 1 თვისა და 19 დღისამ ჩაატარა.

მომზადებულია footballua.tv-ისა და shakhtar.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
შორიდან ცხრიანში! - გიორგი არაბიძის ულამაზესი გოლი "მალმიოს" კარში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
ღმერთსა ვთხოვ რომ ამ ბიჭმა გაგვიმართლოს. საკმარისია ამდენი დარდიმანდი,ძველბიჭობით ფეხბურთს ვერ ითამაშებ. შენ მილიონერი გახდი და ჩვენ გულშემატკივრები გაგვახარე რა. და რომ მეტყვის ჩემი შვილი, მამა ფეხბურთზე წამიყვანეო-გთხოვო,მე არ უნდა პასუხო რომ ჩვენ ქართველებს ფეხბურთი დაგვავიწყდათქო. ტექნიკა მინდა დავინახო ტექნიკა და არა უკან უკან პასები.ხო , ჭანტურიაც აზრზე უნდა მოვიდეს. ანანიძე ბავშობაში ჩარჩა სამწუხაროდ...
MARADONA
11:10 28-10-2015
0
იმ ვიდეოს ნახვა ასე არ გამხარებია, როგორც ლუჩესკუს სიტყვებმა გამახარა, ეს ბიჭი ნამდვილი გენიოსია და მგონი მოვიდა ჩვენს ქუჩაზეც გაზაფხული!
გიოს
11:27 28-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული