მირჩა ლუჩესკუ: გიორგი არაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ვარჯიში უყვარს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ "ტერნოპოლთან" (4:0) უკრაინის თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე ისაუბრა.

17 წლის გიორგი არაბიძემ "შახტარის" მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. არაბიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაამთავრა.

- ნათელი იყო, რომ სიურპრიზები არ იქნებოდა (რედ: პირველი მატჩი დონეცკელებმა 5:0 მოიგეს). მივეცი თამაშის საშუალება იმ ბიჭებს, ვისაც ჩემპიონატში ნაკლებად ვიყენებთ. გარდა ამისა, ახალგაზრდები მოვიწვიეთ. მათ მიიღეს გამოცდილება უფროსი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშის და ასევე, თავის გამოჩენის შანსი.

- როგორ მოგეწონათ გიორგი არაბიძის დებიუტი?
- ნიჭიერი ფეხბურთელია,
რომელსაც ვარჯიში უყვარს. თუ ის ასე მუშაობას გააგრძელებს, მაშინ კარგად წარმოაჩენს თავს. უბრალოდ, საჭიროა ჩვენი თამაშის სტილის გაგება და თანაგუნდელებთან ურთიერთგაგების დალაგება. საერთო ჯამში, მატვიენკომ, კორობენკომ, ბორიაჩუკმა, არაბიძემ და კოვალენკომ საკმაოდ კარგად ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ მოედანზე გასვლის დღეს არაბიძე 17 წლის, 7 თვისა და 23 დღის იყო. ეს მეხუთე შედეგია "შახტარის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებს შორის. ამ მხრივ რეკორდსმენი გენადი ზუბოვია, რომელმაც პირველი მატჩი ამ გუნდში 1994 წელს 17 წლისამ, 1 თვისა და 19 დღისამ ჩაატარა.

მომზადებულია footballua.tv-ისა და shakhtar.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
შორიდან ცხრიანში! - გიორგი არაბიძის ულამაზესი გოლი "მალმიოს" კარში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზვიად ამხანაგურში თამაში არაფერს შეცვლის. ტიაგო მოტასაც და დიეგო კოშტასაც აქვთ ბრაზილიის ნაკრებში ამხანაგურები ნათამაშები. მაგრამ გიორგის შემთხვევაში არამგონია რაიმე პრობლემა შეგვექმნას მაგ მხრივ. აქ დაბადებული, გაზრდილი ბიჭია და 17წლამდელებსაც კაპიტნობდა შარშან.
ბოლა
17:24 28-10-2015
0
მაგარი ფინტავიკია... ამნაირი არაფერი მინახიაო- ამაზეა ნათქვამი!
მიდი ხო მოვდივარ
17:02 28-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული