დონეცკის "შახტარის" მთავარ შემადგენლობაში 17 წლის ქართველი შემტევის, გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. უკრაინის თასის საპასუხო მერვედფინალში დონეცკელებმა 4:0 მოუგეს "ტერნოპოლს" (საერთო ჯამში - 9:0). სასიხარულოა, რომ გიორგიმ მინდორზე 90 წუთი გაატარა.
ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" 3:1 სძლია "ჰელიოსს" (პირველი მატჩი - 2:0). ქართველს არ უთამაშია.
"ჩერნომორეცმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა "ვორსკლასთან" (პირველი მატჩი - 0:1). სტუმართა შორის 87-ე წუთზე გააძევეს ქართველი მცველი გიორგი გადრანი. სტუმართა შორის განაცხადში არ ყოფილა
* * *
დანიის თასის მერვედფინალი იოლად დაძლია ქართველების "ორჰუსმა" - მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის გარეშე ქვედალიგელი "რიშოი" 3:0 დაამარცხა.* * *
ბელგიის ჩემპიონატში "გენკმა" თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე სტუმრად 2:3 წააგო "ოსტენდესთან".ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"