მჭედლიძემ ტრავმა (კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება) საქართველოს ნაკრების თამაშზე მიიღო სექტემბრის დასაწყისში და დღემდე არ მომჯობინებულა.
ლევანი ჯერ ინდივიდუალურად ემზადება, ნოემბერში კი გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. "სამპდორიასთან" მატჩის წინ "ემპოლის" თავკაცმა მარკო ჯამპაოლომ სხვა საკითხებთან ერთად მჭედლიძეზეც ილაპარაკა:
"დღეს მხოლოდ მჭედლიძე და კროჩე გვაკლია. ლევანი ახლა გაცილებით უკეთ არ
ტრავმა მორჩენილია, ახლა დროა, ის გუნდთან ერთად ვარჯიშზე გადავიდეს. სამწუხაროა, რომ ის ამდენ ხანს დაგვაკლდა - მასთან ერთად გაცილებით უკეთესი გუნდი ვიქნებოდით, მეტად ენერგიული".