"ემპოლის" თავკაცი: ლევან მჭედლიძესთან ერთად სულ სხვა გუნდი ვიქნებოდით

AutoSharing Option
29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-10 ტურის მატჩში "ემპოლი" "სამპდორიას" სტუმრობს, თუმცა სტუმართა რიგებში კვლავ არ იქნება ლევან მჭედლიძე.

მჭედლიძემ ტრავმა (კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება) საქართველოს ნაკრების თამაშზე მიიღო სექტემბრის დასაწყისში და დღემდე არ მომჯობინებულა.

ლევანი ჯერ ინდივიდუალურად ემზადება, ნოემბერში კი გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. "სამპდორიასთან" მატჩის წინ "ემპოლის" თავკაცმა მარკო ჯამპაოლომ სხვა საკითხებთან ერთად მჭედლიძეზეც ილაპარაკა:

"დღეს მხოლოდ მჭედლიძე და კროჩე გვაკლია. ლევანი ახლა გაცილებით უკეთ არ
ის და იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირაში კიდევ უკეთ იქნება.

ტრავმა მორჩენილია, ახლა დროა, ის გუნდთან ერთად ვარჯიშზე გადავიდეს. სამწუხაროა, რომ ის ამდენ ხანს დაგვაკლდა - მასთან ერთად გაცილებით უკეთესი გუნდი ვიქნებოდით, მეტად ენერგიული".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან მომცონს ლევანის თამაში, ნაკრებისთვის დიდი ძალაა,იკნებ სხვა კვეკანაში რომ თამაშობდეს უკეთესად ცარმოაცენდა თავს,რა არის ეს შეცვლაზე 15 ცუთიანი თამაშები
Unknown
10:19 30-10-2015
0
ჯობია სხვა გუნდში წავიდეს სადაც უფრო მეტი დრო მიეცემა ტამშის
Sergo
11:30 30-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული