"გუშინ თარგამაძეს დაურეკეს და ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს. ის ძალიან გახარებული იყო და ასეთი განწყობითაც ითამაშა. მე მას ვთხოვე, რომ საკუთარ თავზე არ ეთამაშა და გუნდისთვის ეთამაშა. თარგამაძემ სწორედ ასე გააკეთა", - განაცხადა შარანმა "ზირკასთან" სათასო თამაშის შემდეგ, რომელიც "ოლექსანდრიამ" 2:0 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის თარგამაძე "ოლექსანდრიაში" "შახტარიდან" იჯარით თამაშობს.