კახა ცხადაძემ დავით თარგამაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახა

AutoSharing Option
უკრაინული "ოლექსანდრიას" მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ შარანის თქმით, გუნდის ნახევარმცველი დავით თარგამაძე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს ესტონეთთან გამართავს.

"გუშინ თარგამაძეს დაურეკეს და ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს. ის ძალიან გახარებული იყო და ასეთი განწყობითაც ითამაშა. მე მას ვთხოვე, რომ საკუთარ თავზე არ ეთამაშა და გუნდისთვის ეთამაშა. თარგამაძემ სწორედ ასე გააკეთა", - განაცხადა შარანმა "ზირკასთან" სათასო თამაშის შემდეგ, რომელიც "ოლექსანდრიამ" 2:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის თარგამაძე "ოლექსანდრიაში" "შახტარიდან" იჯარით თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული