შეხვედრის შემდგომ ქართველმა მეკარემ ჟურნალისტებთან ჰალკზე ისაუბრა, რომელმაც შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
"ზენიტთან" მოპოვებული ქულა გასვლაზე ნებისმიერი მეტოქისთვის კარგი შედეგია, მითუმეტეს "მორდოვიასთვის".
ბრაზილიელი დიდი ძალაა "ზენიტისთვის", მას დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. მეტოქისთვის ეს დიდი დაბნეულობაა, მაგრამ "ზენიტს" მის გარდაც საკმაოდ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. რა საკვირველია, ჰალკის არ ყოფნა ჩემთვის დიდ პლუსად იქცა", - განაცხადა მეკარემ.