დავით თარგამაძეს დონეცკის "შახტართან" თამაშის უფლება არ მისცეს

AutoSharing Option
7 ნოემბერს უკრაინის პრემიერლიგაში "ოლექსანდრია" დონეცკის "შახტარს" მასპინძლობს. ამ შეხვედრაში "ოლექსანდრიას" ნახევარმცველ დავით თარგამაძეს თამაშის უფლება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი "შახტარის" საკუთრებაა და "ოლექსანდრიაში" იჯარის წესით თამაშობს.

"კლუბებს შორის შეთანხმების საფუძველზე, თარგამაძეს, რომელსაც კონტრაქტი აკავშირებს მეშახტეებთან, თამაშის უფლება არ აქვს", - წერს "ოლექსანდრიას" გვერდი სოციალურ ქსელ Вконтакте-ში.

26 წლის თარგამაძემ "ოლექსანდრიაში" ამ სეზონში 5 ტურში მიიღო მონაწილეობა და ეროვნულ ნაკრებში მიწვევაც დაიმსახურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული