არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გუნდიდან გათავისუფლებული ჯინო ლეტიერის ადგილი 46 წლის ბულგარელმა ილია გრუევმა დაიკავა.
ფეხბურთელობის ჟამს გრუევმა ბულგარეთის ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა. საინტერესოა, რომ ის "დუისბურგშიც" თამაშობდა. მწვრთნელობის დაწყების მერე კი ამ გუნდის თავკაცის ასისტენტი იყო.
ლეტიერი "დუისბურგის" ქართველებს - ლაშა დვალს და, განსაკუთრებით, გიორგი ჭანტურიას, კარგი თვალით უყურებდა. ვნახოთ, რას იზამს გრუევი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"