"ოლექსანდრიას" მწვრთნელი: თარგამაძე ვარჯიშების შემდეგ რჩება და დამატებით ვარჯიშობს

AutoSharing Option
"ოლექსანდრიას" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა ჟურნალისტებთან დავით თარგამაძის იჯარის გახანგრძლივებაზე ისაუბრა, რომლის კონტრაქტი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის.

"მისი დატოვება გვსურს და ამ საკითხს აუცილებლად მივხედავთ. ყველაფერი "შახტარსა" და თარგამაძეზეა დამოკიდებული. ჩანს, რომ ჩვენთან დაბრუნებული თარგამაძე კვლავ ათამაშდა, გაიაზრა, რომ მისი კარიერა არ დასრულებულა.

გულწრფელად გეტყვით, თავიდან არც კი მეგონა, რომ მისი ტრანსფერი გაამართლებდა. მის ირგვლივ ბევრს ჭორაობდნენ, თავად კი არც კი თამაშობდა. ახლა ფეხბურთელი ბაზაზე იმყოფება და ყველაფერი რიგზეა.

ვარჯიშების შემდეგ რჩება და დამატებით ვარჯიშობს. ჯერ მისი კონდიციები 75%-ზეა. დარწმუნებული ვარ,
თუ თარგამაძემ მოუმატა, ტოპ-გუნდში ითამაშებს. მაგრამ, როგორც მინიმუმ, სეზონის ბოლომდე მისი შენარჩუნება გვსურს", - განაცხადა შარანმა.

დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" 12 ტურის შემდეგ 13 ქულით უკრაინის ჩემპიონატში მერვეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც მთავარია რჩება და ვარჯიშობს. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. იმხელა ნიჭი კი ნამდვილად აქვს რო კარიერა კარგად განავითაროს და ნაკრებს დაეხმაროს
0
თავის დროზე ექნა ეგრე ამდენ წელს და ნიჭს ქარს არ გაატანდა...
გგ
16:08 06-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული