მირჩა ლუჩესკუ: გიორგი არაბიძე წარმოუდგენელი ტალანტია

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" რუმინელმა თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ ua-football.com-თან ინტერვიუში გიორგი არაბიძე შეაქო:

- თქვენს გუნდში, პრაქტიკულად, არ იწვევთ უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავებს, რატომ?
- ეს ჩემი სტრატეგიაა. ყოველთვის მიყვარდა მუშაობა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. ასე იყო "ბრეშაშიც", სადაც მე აღვზარდე პირლო, ის ახალგაზრდულ ასაკში ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში.

თუკი ფეხბურთელს წარმოუდგენელი ტალანტი აქვს, მე არ ველოდები, როდის მიიღებს გამოცდილებას. მე ვცდილობ მის გამოყენებას.

ამის ახლანდელი მაგალითია არაბიძე. ის 17 წლისაა, მაგრამ ვაძლევ შანსს, ითამაშოს უკრაინის თასზე და ჩემპიონატში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძემ ახლახან საქართველოს 19-წლამდელთა
ნაკრებთან ერთად ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული