- თქვენ ეგრევე ბუნდესლიგის "ფრაიბურგში" მოხვდით...
- "ფრაიბურგში" თამაშობდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი. მან, მგონი, 10 წელი ითამაშა იქ. იაშვილს ჩემი თამაში ნანახი ჰქონდა და მისი მეშვეობით მოვხვდი "ფრაიბურგში".
- როგორ გაიხსენებთ ბუნდესლიგურ პერიოდს თქვენს კარიერაში?
- დებიუტი "ბაიერნთან" მქონდა ბუნდესლიგაში, მაშინ "ბაიერნში" ტიმოშჩუკი თამაშობდა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. მაშინ 19 წლის ვიყავი.
ფეხბურთელისთვის ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა. ასე, სკამზე ჯდომა
- როგორ მოხვდით უკრაინაში და კერძოდ, "ოლექსანდრიაში"?
-სამწუხაროდ, ახლა საქართველოში ფეხბურთს უჭირს, ჩემპიონატი სუსტია. სამი თვე ვიყავი იქ უკონტრაქტოდ. შემდეგ ერთმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ იყო ასეთი გუნდი "ოლექსანდრია", უკრაინის ჩემპიონატის პირველ ლიგაში.
სიმართლე გითხრათ, არც კი გამეგო. დავთანხმდი. ჟურნალისტები და სხვებიც მეუბნებოდნენ, როგორ შეიძლებოდა ბუნდესლიგიდან უკრაინის I ლიგაში წასვლა, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო სათამაშო პრაქტიკა.
- "ოლექსანდრიას" მერე იყო "შახტარი"...
- თავიდან ენობრივი ბარიერიც იყო, რუსულად ლაპარაკი და გაგება მიჭირდა და ინგლისურად ვითხოვდი ლაპარაკს. სულ რამდენიმე რუსული ფრაზა ვიცოდი. სულ მალე, როცა ავთამაშდი, ჩემზე ამბობდნენ, რომ "პორტუ" და "პანათინაიკოსი" დაინტერესდნენ, მაგრამ რამდენად კონკრეტული იყო ეს, არ ვიცი. ნაკლებად ვაქცევდი ამ ხმებს ყურადღებას. აი, "შახტარის" ვარიანტი კი კონკრეტული იყო, I წრის მერე დარეკეს კიდეც.
- თუმცა "შახტარში" ვერ დაიმკვიდრეთ ადგილი და თავიდან 3-თვიანი იჯარა 4 წელიწადს გასტანა. შემდეგ იყო გაუგებრობა "ილიჩევეცის" მწვრთნელთანაც...
- ჩვენ გვქონდა სანაკრებო მატჩი ყაზახეთთან. მეორე დღეს ჩამოვფრინდით და წავიკითხეთ, რომ, თითქოს, თარგამაძე და ოქრიაშვილი კლუბში არ დაბრუნებულან. მწვრთნელმა შემდეგ აგვიხსნა, რომ ის სულ სხვა რამეს ამბობდა ჟურნალისტებთან და სხვანაირად გაიგეს.
- დონბასში ომიც დაიწყო. როგორ გაიხსენებთ იმ დროს?
- 12 საათზე ვარჯიში გვქონდა, როცა მწვრთნელის ასისტენტმა დაგვირეკა, სახლიდან არ გავსულიყავით, ქუჩაში ტანკებიაო. ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ. ვარჯიშები გაუქმდა, საომარი მდგომარეობა მიიღეს. ჩემი თვალით ბევრი ტრაგედია ვნახე, ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო.
უკრაინაში უკვე 5 წელიწადია ვცხოვრობ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ უკვე ბევრი მეგობარი მყავს. აქ თავს უკვე ისე ვგრძნობ, როგორც სამშობლოში.