ლაშამ გამოცემა gazeta.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა კლუბმა მას არათუ ხელფასი, მუხლზე გაკეთებული ოპერაციის თანხაც კი არ გადაუხადა.
სალუქვაძის თქმით, კლუბთან დავაში მას რუსეთის ფეხბურთელთა პროფკავშირი ეხმარება.
"ეს უკვე 4 წელია გრძელდება. უეფასა და ფიფაშიც დავწერე განცხადებები. საქმე მოგებული მაქვს, მაგრამ პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
იმედი მაქვს, ამ საქმეს საშველი დაადგება. გამარჯვება მე უნდა დამრჩეს იმიტომ, რომ კანონი
არ ვიცი, სხვებს როგორი კონტრაქტი აქვთ, მაგრამ ჩემი ფიფას ყველა წესით არის შედგენილი. კონტრაქტი 3 წელზე იყო გათვლილი და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა გაწყვეტა.
"ვოლგადან" გამომაგდეს. ჯერ დუბლებში გადამიყვანეს, შემდეგ კი მითხრეს, რომ კლუბის წევრი აღარ ვარ და შემეძლო სხვა გუნდი მომეძებნა. ფულზე კი არა, ოპერაციის გადასახადზეც კი არ იყო მაშინ საუბარი, რომელიც ფეხზე გამიკეთეს...", - იხსენებს ძველ ამბავს სალუქვაძე.
ლაშა სალუქვაძე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ღირსებას რუსეთის პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონში იცავდა და გუნდის მაისურით ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა.