ლაშა სალუქვაძე: "ვოლგას" საქმე მოვუგე, მაგრამ ოთხი წელია, ვალს არ მიბრუნებს

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" ქართველი მცველის, ლაშა სალუქვაძის განცხადებით, მისი ყოფილი გუნდი, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" უკვე 4 წელია ვალს არ უსტუმრებს.

ლაშამ გამოცემა gazeta.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა კლუბმა მას არათუ ხელფასი, მუხლზე გაკეთებული ოპერაციის თანხაც კი არ გადაუხადა.

სალუქვაძის თქმით, კლუბთან დავაში მას რუსეთის ფეხბურთელთა პროფკავშირი ეხმარება.

"ეს უკვე 4 წელია გრძელდება. უეფასა და ფიფაშიც დავწერე განცხადებები. საქმე მოგებული მაქვს, მაგრამ პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

იმედი მაქვს, ამ საქმეს საშველი დაადგება. გამარჯვება მე უნდა დამრჩეს იმიტომ, რომ კანონი
ჩემს მხარესაა. კლუბის  გადაწყვეტილებას ველოდები, რომელმაც ოფიციალურად ჩემი სიმართლე უკვე აღიარა.

არ ვიცი, სხვებს როგორი კონტრაქტი აქვთ, მაგრამ ჩემი ფიფას ყველა წესით არის შედგენილი. კონტრაქტი 3 წელზე იყო გათვლილი და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა გაწყვეტა.

"ვოლგადან" გამომაგდეს. ჯერ დუბლებში გადამიყვანეს, შემდეგ კი მითხრეს, რომ კლუბის წევრი აღარ ვარ და შემეძლო სხვა გუნდი მომეძებნა. ფულზე კი არა, ოპერაციის გადასახადზეც კი არ იყო მაშინ საუბარი, რომელიც ფეხზე გამიკეთეს...", - იხსენებს ძველ ამბავს სალუქვაძე.

ლაშა სალუქვაძე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ღირსებას რუსეთის პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონში იცავდა და გუნდის მაისურით ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იყო დრო ვოლგას რუსები "ვოლგიძეს" ეძახდნენ 8 ქართველი რომ თამაშობდა და მწვრთნელიც ქართველი ჰყავდათ, ქართველებმა გადმოიყვანეს პრემიერლიგაში.
გიო
18:42 19-11-2015
0
მეტის ღირსები ხართ-ღრუსეთში რომ გარბიხართ სათამაშოდ
1921
18:14 19-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული