voetbalnieuws.be: თორნიკე ოქრიაშვილს "გენკიდან" იანვარში გაუშვებენ

AutoSharing Option
voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი ძალიან ახლოსაა "გენკიდან" წასვლასთან.

"როგორც ჩანს, იანვარში "გენკში" დიდი გასუფთავება იგეგმება. ერთ-ერთი ფეხბურთელი, კერძოდ კი, თორნიკე ოქრიაშვილი, სავარაუდოდ, იანვარში დატოვებს გუნდს. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობა მალე შეატყობინებს თავად ფეხბურთელს.

ნახევარმცველმა ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა, ავადმყოფობის მიზეზით. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი უკმაყოფილო უნდა იყოს, რადგან პეტერ მაესის ხელში ოქრიაშვილს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა.

ტექნიკური დირექტორი დიმიტრი დე კონდე მალე შეხვდება ფეხბურთელსა და მის აგენტს.

სავარაუდოდ, მხარეები ერთმანეთს დაშორდებიან. ფეხბურთელი, რომელიც ერთი წლის წინათ "გენკს" 1,8 მილიონი ევრო დაუჯდა, ამის
მერე, ოქრიაშვილმა ძალიან ცოტა საინტერესო შემოგვთავაზა "კრისტალ არენაზე".

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ოქრიაშვილი "ჩერნომორეციდან" გადავიდა "გენკში". ამის მერე მან 32 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მას 2017 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი "გენკთან".

"გენკში" კიდევ ერთი ქართველი ირიცხება, ლუკა ზარანდია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა ქინქლაძის სინდრომი დაემართა ამას ? :( არადა როგორ ჭირდება ნაკრებს ამისნაირი ფეხბურთელი
otar
17:38 24-11-2015
0
უკვე დაეწყო დაავადება, რომელი ვარსკვლავი ეს მყავს! მესი რომ მესია 11 საათზე უკვე ლოგინში წევს და გრაფიკით ცხოვრობს რასაც გუნდი უწესებს! ვინც შრომობს ყველა აღწებს მიზანს! ცოტა თავი მოთოკოს მისთვისაც კარგი იქნება და ჩვენი ნაკრებისთვის! ბოლომდე გამოიყენოს თავისის ტალანტი! წყალში არ გადაყაროს რასაც მიაღწია!
daviti
20:24 24-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული