თემურ ქეცბაია: შევეცდებით, "შალკეს" შევუტიოთ

AutoSharing Option
26 ნოემბერს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აპოელ-ი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში გელზენკირხენის "შალკეს" ეთამაშება.

თამაშის წინ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ევროასპარეზზე გამოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი კვიპროსის ჩემპიონობისა და თასის მოპოვებაა. ბოლო არადამაკმაყოფილებელი შედეგის მერე ყველაზე ნაკლებად "შალკესთან" თამაშს ვინატრებდი, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, ჩვენთვის კარგ შედეგს მივაღწიოთ.

"შალკესთან" თამაშისთვის ცვლილებები იქნება, მაგრამ ძალიან ბევრიც არა. ფეხბურთელთა ნაწილი გვაკლია, "შალკეს" წინააღმდეგ მხოლოდ ისინი ითამაშებენ, ვინც 100%-ით მზად იქნება მატჩისთვის.

შევეცდებით, შევუტიოთ, ევროასპარეზი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი
გამოწვევაა.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ "შალკესთან" ბრძოლა ძნელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ".

შეგახსენებთ, რომ აპოელ-ი 3 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო "შალკე" ჯგუფს ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები ვატო, დისციპლინა ქართველებს გვაქვს მინუსის ნიშნულზე ამ კაცმა ეცადა დისციპლინიდან დაეწყო რასაც ვერ მიაღწია საქართველოს ნაკრებში. სანამ ჩასაფრებულ პოზიციას არ შევეშვებით იქამდე არ გვეშველება არაფერი საერთოდ ცხოვრებაში.
კოლხი
09:55 27-11-2015
0
ყველას დაანახა რომ თუ ოდნავ მაინც ვარგა ფერხბურთელი კარგი გუნდის გაკეთება შეუძლია ამ კაცს. საქმით ამტკიცებს ყველაფერს.
vato
19:11 26-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული