გიორგიმ ჯერ "გიმარაეში 2"-ის ფეხბურთელს პენალტი აუღო, შემდეგ კი 11-მეტრიანი ნიშნულიდან თავად დაჰკრა და გაიტანა. მაკარიძის ამ გოლმა "ფეირენშეს" 1:0 მოაგებინა.
მან, თითქოს სათამაშო ფეხბურთის მაგიდასთან მდგარიყო, შემტევის ფუნქციაც იკისრა და მეკარისაც და ვფიქრობთ, რომ დასჭირვებოდა, თავს არც ნახევარდაცვასა თუ დაცვაში თამაშით შეირცხვენდა.
ერთი სიტყვით, 1X11-ზე ფეხბურთიც არსებობს.