ლეგიონი: ნუკრი რევიშვილმა კარი მშრალად შეინახა

AutoSharing Option
3 დეკემბერს ბევრ ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია.

რუსეთის ჩემპიონატში სარანსკის "მორდოვია" შინ "ტერეკს" დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა და კარი "მშრალად" შეინახა საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა ნუკრი რევიშვილმა.

სათადარიგო იყო მამუკა კობახიძე. "ტერეკის" რიგებში სამარქაფო გახლდათ თედო გრიგალაშვილი, რომელსაც დებიუტის საშუალება არ მიეცა.

უკრაინის ჩემპიონატში "შახტარმა" 3:0 მოუგო "კარპატის". დონეცკელთა რიგებში სათადარიგო იყო გიორგი არაბიძე. "კარპატიში" დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია ბუბა დაუშვილს. სამაგიეროდ, ითამაშა ქართული წარმოშობის ამბროსი ჩაჩუამ, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული