აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ნეფთჩი" მეექვსე ადგილზეა. კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ეძებს და ზამთარში შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს.
ინფორმაცია სანდო წყაროსთან გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ "ნეფთჩი" შოთას მართლაც შეეხმიანა, თუმცა თავაზიანი უარი მიიღო. ალბათ იმიტომ, რომ არველაძეს ამ დროისთვის რამდენიმე, გაცილებით საინტერესო შეთავაზება აქვს რუსეთიდან, თურქეთიდან, ჰოლანდიიდან...
სულ ცინცხალი ინფორმაციაა - შოთას ტელეფონზე ერთ-ერთი ჩინური კლუბიდანაც გაისმა ზარი.
ისე, ბოლო დროს ჩინური
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"