ლუკა ზარანდიამ "გენკის" ამხანაგურ მატჩში გაიტანა

AutoSharing Option
ბელგიურმა "გენკმა" ჟუპილერლიგის მორიგი მატჩისთვის (11 დეკემბერს "ვესტერლოს" წინააღმდეგ) მოსამზადებლად II დივიზიონის "პატრო ეისდენთან" ამხანაგური მატჩები ითამაშა.

ძირითადმა გუნდმა 0:1 წააგო, სარეზერვომ კი - 2:0 მოიგო.

თუმცა განსაზღვრება ამ ორ გუნდს შორის მაინც პირობითია, რადგან სარეზერვო გუნდში 5-6-მა ძირითადის ფეხბურთელმა ითამაშა, მათ შორის, თორნიკე ოქრიაშვილმა და ლუკა ზარანდიამ.

ანგარიში სწორედ ზარანდიამ გახსნა, მეორე გოლი კი ენეს უნალმა გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიური კლუბი იანვარში ოქრიაშვილსა და ზარანდიას ტრანსფერზე დააყენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული