მაინც რისი დამსახურებაა, რომ "ანორთოსისი" ბოლო დროს ასე გაყოჩაღდა? მას მერე, რაც ქეცბაიას ხელმძღვანელობით ამ გუნდმა წლების წინათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, დაღმასვლის პერიოდიც გადაიტანა...
რა ხდება ახლა? მაისურაძე გვეუბნება:
"ჩვენ ყველა მატჩს უდიდესი მოტივაციით ვხვდებით. ალბათ, სხვაზე მეტად გვინ
როგორია "ანორთოსისის" სამომავლო გრაფიკი?
"აქ პაუზა არ არის. ჯერ რეგულარული სეზონი დასრულდება და მერე დაიწყება პლეი ოფები. რთული გრაფიკია, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ლიდერობა შევინარჩუნოთ", - ამბობს მაისურაძე.
საინტერესოა, მაისურაძე და "ანორთოსისის" კიდევ ერთი ქართველი, გიორგი აბურჯანია, ზამთარში კლუბის გამოცვლას ხომ არ აპირებენ? ირაკლის ამაზეც ვკითხეთ:
"მაისამდე კლუბთან კონტრაქტები გვაქვს - მეც და გიორგისაც. ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ამოცანებზე ვფიქრობთ, რომელიც ჩვენი გუნდის წინაშე დგას. "ანორთოსისს" რეალურად შეუძლია ჩემპიონობა.
და საერთოდ, წინ ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველის. მხოლოდ აპოელ-ი არ არის ჩვენი კონკურენტი, არიან სხვა გუნდებიც, რომლებიც ასევე მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"