გურამ კაშია: ჩემთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მძიმე და რთულია

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-15 ტურის შეხვედრა პსვ-ს (0:1) წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

"არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის თამაშის ხილვა სათადარიგო სკამიდან სიამოვნებს. არც მე ვარ ასეთი. ჩემთვის ეს მძიმე და რთული სიტუაციაა", - პარასკევს დასრულებული ვარჯიშის შემდეგ თქვა კაშიამ.

ქართველმა მცველმა მიზეზიც დაასახელა, რომლის გამოც მწვრთნელმა ის არ ათამაშა.

"მან მითხრა, რომ "ნაიმეგენთან" გამართულ დერბიში გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ამიტომ ახლაც ასე ამჯობინა. ეს მისი არჩევანია და, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ.

წინ კიდევ ბევრი
შეხვედრა და კარიერის წლებია, ამიტომ რამდენიმე თამაშის ჩაუტარებლობის გამო დანებებას არ ვაპირებ", - განაცხადა "ვიტესის" კაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ,13 დეკემბერს, ერედივიზიონის მე-16 ტურში გურამ კაშიას "ვიტესი"  "ჰერაკლესს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული