"არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის თამაშის ხილვა სათადარიგო სკამიდან სიამოვნებს. არც მე ვარ ასეთი. ჩემთვის ეს მძიმე და რთული სიტუაციაა", - პარასკევს დასრულებული ვარჯიშის შემდეგ თქვა კაშიამ.
ქართველმა მცველმა მიზეზიც დაასახელა, რომლის გამოც მწვრთნელმა ის არ ათამაშა.
"მან მითხრა, რომ "ნაიმეგენთან" გამართულ დერბიში გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ამიტომ ახლაც ასე ამჯობინა. ეს მისი არჩევანია და, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ.
წინ კიდევ ბევრი
შეგახსენებთ, რომ ხვალ,13 დეკემბერს, ერედივიზიონის მე-16 ტურში გურამ კაშიას "ვიტესი" "ჰერაკლესს" ესტუმრება.