მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა Marca-ც.
ესპანური კლუბების დაინტერესების შესახებ ჯანო ანანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"ლაპარაკია გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე, მიწვევები მაქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ორი კლუბისგანაც. ჯერ ვერაფერს დავაკონკრეტებ, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. რუსეთში საშემოდგომო ეტაპი მორჩა, ევროპაში კი შესვენება მალე დაიწყება. ასე რომ, ყველაფერი შეკრების შემდეგ გადაწყდება", - განაცხადა ანანიძემ
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია: ამ ნაკრებს შეუძლია 2018 წლის მუნდიალზე მოხვდეს - ექსკლუზივი ჯანო ანანიძესთან