ესპანური მედია: ჯანო ანანიძის გადაბირება "ლევანტესა" და "სოსიედადს" სურთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის გადაბირებით ესპანური კლუბები, კერძოდ კი, "ლევანტე" და "სოსიედადი" არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Fichajes.net ავრცელებს.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა Marca-ც.

ესპანური კლუბების დაინტერესების შესახებ ჯანო ანანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"ლაპარაკია გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე, მიწვევები მაქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ორი კლუბისგანაც. ჯერ ვერაფერს დავაკონკრეტებ, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. რუსეთში საშემოდგომო ეტაპი მორჩა, ევროპაში კი შესვენება მალე დაიწყება. ასე რომ, ყველაფერი შეკრების შემდეგ გადაწყდება", - განაცხადა ანანიძემ
"ლელოსთან" საუბარში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია: ამ ნაკრებს შეუძლია 2018 წლის მუნდიალზე მოხვდეს - ექსკლუზივი ჯანო ანანიძესთან
მკითხველის კომენტარები / 9 /
წადი ჯანო ესპანეთში ზუსტად საშენო ჩემპიონატია იქ და დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ წარმოაჩენ შენ შესაძლებლობებს! წარმატებებს გისურვებ !
esteban
14:02 14-12-2015
0
თუ მასეა, ლევანტე ჯანოსთვის იდეალური იქნება ძირითადშიც მოხვდება აი სოსიედადს კი ძაან სერიოზული სასტავი ყავს მის პოზიციაზე და გაუჭირდება
შაკო
14:38 14-12-2015
0

სიახლეები პოპულარული