თბილისში ჩამოსულ არნემის "ვიტესის" სელექციონერს გიორგი ხარაიშვილი მოეწონა

AutoSharing Option
ჰოლანდიური "ვიტესის" სკაუტები "საბურთალოს" კაპიტან გიორგი ხარაიშვილზე დასაკვირვებლად თბილისში იმყოფებოდნენ და "ბენდელაზე" ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩს დაესწრნენ.

არნემული კლუბის მხრიდან ხარაიშვილით დაინტერესებაზე ადრეც დაგვიწერია. ამდენად, დამაინტრიგებელი იყო, რა დასკვნას გამოიტანდა თეო იანსენი, რომელიც უკვე ერთი წელია, "ვიტესის" სელექციონერად მუშაობს...

მაგრამ იანსენს არათუ მედიასთან, "საბურთალოს" წარმომადგენლებთანაც არ ულაპარაკია. გვაქვს მხოლოდ "მშრალი" ინფორმაცია - შევიტყვეთ, რომ ჰოლანდიელს ხარაიშვილი მოეწონა. თბილისელთა კაპიტანმა გოლიც გაიტანა და მთელი მატჩის განმავლობაშიც აქტიური იყო.

იმედია, 19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი გახდება.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული