ლეგიონი გუშინ: თორნიკე ოქრიაშვილის 9 წუთი და ნახევარფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 16 დეკემბერს, რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა სათასო შეხვედრები გამართა.

ბელგიის თასის მეოთხედფინალში "გენკი" შინ "მუსკრონს" დაუპირისპირდა და 2:1 სძლია. თორნიკე ოქრიაშვილმა ბოლო 9 წუთი ითამაშა. ლუკა ზარანდია განაცხადში არ ყოფილა. "გენკი" ნახევარფინალშია.

* * *
პორტუგალიის თასზე "ფეირენშემ" შინ 0:1 წააგო "პორტუსთან". დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეოთხედფინალში გავიდა ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე". ქ
ართველის გარეშე გუნდმა დამატებით დროში დაამარცხა "პორტიმონენშე" - 2:1.

* * *
თურქეთის თასზე "რიზესფორმა" შინ 4:1 მოუგო "ბუკასფორს". გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია ჩვენებურ ნიკა ძალამიძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ნაკრებზეა ლაპარაკი :D ბიჭები განაცხადშიც ვერ ხვდებიან :D:D:D:D:D
0
დაეტიეტ საქარტველოსი გაზლიერეტ ქარტული კლუბები გარიხარტ და ზიხარტ სკამზე ვერ ხვდებიტ რომ დიდ პეხბურტს ვერ ტამასობტ ვინც წახვედიტ რომელმა მიაგწიეტ წარმატებას ერტისამბიტ წასული ილურიდზე სად არის ეხლა ამდენი პეხბურტელია წასული საქარტველოდან ხომ გვექნებოდა სასუალო დონის ცემპიონატიიიქ ვერაპერს აკეტებენ ზილზაიან მარო
ledi
12:45 17-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული