გიორგი პაპუნაშვილი: იანვარში "ვერდერის" პირველ გუნდს შეკრებაზე მივყვები

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-სთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრიდან ბრემენელთა პირველ გუნდში გადავა.

19 დეკემბერს, გერმანიის მესამე ლიგის 21-ე ტურში პაპუნაშვილის გუნდი "ვერდერი 2" "კოტბუსს" ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ბრემენელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.


"სიმართლე გითხრათ, გოლი დიდი ვერაფერი გამოვიდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩავატარე.

იანვარში "ვერდერის" პირველ გუნდს შეკრებაზე მივყვები თურქეთში, სადაც "სპარტას" და "ბეშიქთაშს" ვეთამაშებით.

პირველი გუნდის მწვრთნელს ყოველდღე
ვეკონტაქტები, ვსაუბრობთ და ჩემით ძალიან კმაყოფილია. დაგეგმილი იყო პირველ გუნდში ჩემი გადასვლა, უბრალოდ ცოტა გაიწელა", - გვითხრა პაპუნაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მწარე 100 პროცენტისანი ხარ,გიორგი წარმატებებს გისურვებ
MMM
21 დეკემბერი 2015 05:30
4
ჯერ გადადი და მერე იტრაბახე რა, გვეწყინება თუ სიხარულით გული გაგვისკდება და გვამზადებ. ან იანვარში ენას გალიჯავენ წინასწარ რომ არ ,,გაგვაფრთხილო'' ?
მწარე
20 დეკემბერი 2015 21:34
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული