მალე იმ თარგამაძეს ვიხილავთ - "ოლექსანდრიას" მწვრთნელი ქართველით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
"ოლექსანდრიას" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა ჟურნალისტებთან სეზონის პირველი ნაწილი შეაფასა, სადაც ქართველ ლეგიონერზე, დავით თარგამაძეზეც ისაუბრა.

"თარგამაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკმაოდ კარგი დონის ფეხბურთელია. თუ მან მუშაობა ისე გააგრძელა, როგორც ჩვენს გუნდში მოსვლის მერე აკეთებს ამას, მიმაჩნია, რომ კვლავ იმ თარგამაძეს ვიხილავთ, რომელიც "ოლექსანდრიაში" 4 წლის წინ ბრწყინავდა.

ქართველ ფეხბურთელს ალბათ ესმის, რომ დონეცკის "შახტარის" დუბლებში სკამზე ჯდომას პრემიერლიგაში თამაში სჯობს. ფორმაში შესვლის შემდეგ ის ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარა. მისი გამოჩენით გუნდს კოლექტიური სისწრაფე შეემატა.

იმედი მაქვს, შევძლებთ იჯარის
გახანგრძლივებას სეზონის ბოლომდე. ახლა ყველაფერი "შახტარზეა" დამოკიდებული. თუ დონეცკელები დაგვთანხმდებიან, მხოლოდ და მხოლოდ მოიგებენ ამით. კერძოდ, თარგამაძე "ოლექსანდრიას" მაისურით მათი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშებს (იღიმის)", - თქვა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული