გიორგი ლორია და ნუკრი რევიშვილი რუსეთის 2015 წლის რჩეულ ფეხბურთელებში მოხვდნენ

AutoSharing Option
რუსეთში ყოველკვირეულმა Футбол-მა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

310 ჟურნალისტის გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ საუკეთესო "ზენიტის" ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკია, მან 652 ქულა დააგროვა.

მან დიდი უპირატესობით აჯობა არტიომ ძიუბას (ზენიტი, 357 ქულა) და ქვინსი პრომესს (სპარტაკი, 135).

აღსანიშნავია, რომ "კრილია სოვეტოვის" გოლკიპერი გიორგი ლორია 35-ე ადგილზე გავიდა, რომელმაც 3 ქულა მიიღო (ერთი პირველი ადგილი). 38-ე ადგილზეა ნუკრი რევიშვილი (მორდოვია), მან 2 ქულა მიიღო (ერთი მეორე ადგილი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული