აზერბაიჯანში ნიკა კვეკვესკირი და სანდრო გურული გამოარჩიეს

AutoSharing Option
"აზერისპორტმა" აზერბაიჯანის ჩემპიონატის განვლილი ნაწილი შეაფასა და ორი ჩვენებური გამოარჩია. სეზონის წინ განხორციელებულ გამორჩეულ ტრანსფერებს შორის მოხვდა ნიკა კვეკვესკირისა და სანდრო გურულის გადასვლა, შესაბამისად, "ინტერსა" და აზალ-ში.

აზერბაიჯანული მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ კვეკვესკირის გარეშე "ინტერი" მინდვრის ცენტრში ძველებურად კარგად ვერ გამოიყურებოდა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო იუქმა, მაგრამ ის უკვე დაუბრუნდა მინდორს და მზადაა, "ინტერს" შეეშველოს.

რაც შეეხება სანდრო გურულს, მან ბაქოს აზალ-ის შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა და სამივე გადამწყვეტი აღმოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კვეკვესკირი გაცილებით უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს ისეთი მებძოლი და ჭკვიანი საყრდენია,ნაკრებში კიდევ უფრო კარგად წარმოჩნდება,ძალიან საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის,ცხადაძემ სწორად მიაგნო ამ ბიჭს,მას კიდევ მეტი შეუძლია იმედია უკეთეს ჩემპიონატსა და კლუბში მოხვდება, ოღონდ არ უნდა აჩქარდეს.
bebeto
19:14 27-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული