სავარაუდო ტრანსფერი: გია გრიგალავა თემურ ქეცბაიას გუნდში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მცველი გია გრიგალავა თავის ყოფილ კლუბს, კვიპროსულ "პაფოსს" შორდება.

როგორც კვიპროსული საიტები წერენ, გრიგალავა, შესაძლოა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ აპოელ-ში აღმოჩნდეს. მისი გადაბირებით დაინტერესებულია "ომონიაც".

ორივე კვიპროსულ კლუბს დაცვის გაძლიერება უნდა და გრიგალავასთან თანამშრომლობისთვისაა მოწადინებული.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გრიგალავა 2011 წლიდან თამაშობს. ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში მან 21 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული