როგორც კვიპროსული საიტები წერენ, გრიგალავა, შესაძლოა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ აპოელ-ში აღმოჩნდეს. მისი გადაბირებით დაინტერესებულია "ომონიაც".
ორივე კვიპროსულ კლუბს დაცვის გაძლიერება უნდა და გრიგალავასთან თანამშრომლობისთვისაა მოწადინებული.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გრიგალავა 2011 წლიდან თამაშობს. ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში მან 21 მატჩი ჩაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"