ახნასის "ეთნიკოსი" ბექა ტუღუშს დაემშვიდობა

AutoSharing Option
4 იანვარს კვიპროსული ახნასის "ეთნიკოსმა" ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ კონტრაქტი ქართველ შემტევ ბექა ტუღუშთან ანულირებულია.

"კლუბი დიდ მადლობას უხდის ბექა ტუღუშს გაწეული შრომისათვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს მას".

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ტუღუშმა ამ სეზონში 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. მისი თანაგუნდელია 29 წლის შოთა გრიგალაშვილი, რომელმაც ბოლო ტურში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ტუღუში კარიერას კვლავ ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს, საიდანაც თავის დროზე "ახნასში" გადაბარგდა. ადრე მას ფინურ კლუბებშიც უთამაშია.

"ახნასი" 15 ქულით მე-11 ადგილზეა 14-გუნდიან ჩემპიონატში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული