სანდრო გურულმა ბაქოს აზალ-ის დატოვების შესახებ ხმები უარყო

AutoSharing Option
ბაქოს აზალ-ის 30 წლის შემტევმა სანდრო გურულმა უარყო ინფორმაცია, რომელიც ორიოდ დღის წინათ აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს - თითქოსდა, გურულმა ბაქოური კლუბი დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, რათა ტრავმა მოიშუშოს.

გურულის თქმით, ის რჩება აზალ-ში და წარმოდგენა არ აქვს, ვინ ააგორა ეს კამპანია.

შეგახსენებთ, რომ გურულის გარდა, აზალ-ში კიდევ ერთი ჩვენებური, ნუგზარ კვირტია თამაშობს.

სანდრო გურულს არაერთ ქართულ თუ უცხოურ კლუბში უთამაშია. მისი საფეხბურთო კარიერა საფრანგეთში დაიწყო, საუკეთესო პერიოდი კი ლვოვის "კარპატიში" ჰქონდა.

სანდრო ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გია გურულის ვაჟია.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული