გიორგი არაბიძემ წელი დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში ვარჯიშით დაიწყო

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა", რომლის ღირსებას გიორგი არაბიძე იცავს, 2016 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. გუნდი, რომელთან ერთად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერიც იყო, დათოვლილ ოლიმპიურ ბაზა "სვიატოშინოზე" სირბილითა და მოთელვით შემოიფარგლა.

10 იანვარს, "შახტარის" 30-კაციანი გუნდი, რომლის შემადგენლობაში გიორგიც იქნება, აშშ-ში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 29 იანვრამდე დაჰყოფს. იქ მირჩა ლუჩესკუს გუნდი Florida Сup-ზე ითამაშებს, სადაც ორი მატჩი უკვე დაიგეგმა. ამას გარდა, "შახტარი" ამერიკაში კიდევ სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ვარჯიშის შემდეგ რუმინელი სპეციალისტი ჟურნალისტებს გაესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკრაინული გრანდი
ფეხბურთელებს არ შეიძენს. მისი თქმით, ახლა კლუბის პოლიტიკა - აკადემიის მოთამაშეთა დაწინაურებაა თუ თუკი გაძლიერება გახდება საჭირო, ეს მხოლოდ დუბლებისა და აკადემიის გუნდებიდან მოხდება.

ცნობილმა სპეციალისტმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის სეზონის ბოლოს თურქულ "ტრაბზონსფორში" აპირებს გადაბარგებას. მისი თქმით, მოლაპარაკება არავისთან უწარმოებია და მისთვის პრიორიტეტული "შახტარია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული