როგორ აწიოკებს ვაკო ყაზაიშვილი "ანდერლეხტის" დაცვას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს, არნემის "ვიტესი", რომლის რიგებშიც ორი ქართველი ლეგიონერი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ირიცხება, ამხანაგურ შეხვედრაში ბელგიურ "ანდერლეხტს" დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

ყაზაიშვილმა მოედანზე 62 წუთი დაჰყო და მართალია, მოედანი უგოლოდ დატოვა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ბელგიური გუნდის მცველებს გვარიანი პრობლემები შეუქმნა.

გატანა ვაკოს ჯერ კიდევ არნემელთა პირველი გოლის ეპიზოდში შეეძლო, თუმცა მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ბურთის მეტოქისთვის ფეხებშუა გატარება ამაოდ მოინდომა. საბოლოოდ შეტევა გოლით მისმა თანაგუნდელმა დააგვირგვინა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველმა ბურთი ხარიხას მოარტყა, მოგვიანებით კი, მისი შეტევის
დროს ბელგიელთა მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა, დანიშნულ ჯარიმას კი გოლი მოჰყვა.

გუნდის მეორე ქართველი გურამ კაშია მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ გიყვართ ამ ჟურნალისტებს ბუზის სპილოად გადაქცევა ! ))))))))))))))))
qartveli!
14:18 09-01-2016
0
არ უყუროთ გული დაგეწვებათ :-D
Alex
17:28 09-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული