[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!

AutoSharing Option
როგორც ბელგიური საიტები წერენ, "გენკის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს. საუბარია აუტსაიდერ "ესკისეჰირსპორზე"...

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ამიროვს დაუკავშირდა.

- ოქრიაშვილის თურქეთში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- თურქულ გუნდ "ესკისეჰირსპორთან" მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანაზე. თურქეთში გადასვლა თავად ოქრიაშვილის სურვილი იყო და დიდი ალბათობით, ორშაბათს ტრანსფერი დასრულებული იქნება.

- იჯარა, გამოსყიდვის უფლებით?
- კი. საუბარი 2,5 მილიონ ევროზეა.

- ბოლო ინტერვიუში თქვით, ოქრიაშვილით ჰოლანდიის, გერმანიის და ბელგიის გუნდები
ინტერესდებიანო. ამ მიმართულებით სიახლე არაფერია?

- კი, არიან მსურველები ევროპაში, კონკრეტულად კი ორი ბელგიისა და ერთიც იტალიის გუნდია, თუმცა მათგან განსხვავებით, თურქეთში ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკას შეპირდნენ. ამ ეტაპზე მთავარი სწორედ ესაა. თანაც, პირადი კონტრაქტის პირობებიც თურქული კლუბისა უკეთესია.

- "ესკისეჰირსპორი" თურქეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი სუპერლიგიდან გავარდება და ოქრიაშვილის გამოსყიდვას მოისურვებს, თორნიკე გუნდს პირველ ლიგაში გაყვება?

- არავითარ შემთხვევაში! კონტრაქტის პირობით, თავის ბედს ოქრიაშვილი თავად გადაწყვეტს - მას თუ არ ენდომება კლუბში დარჩენა, ვერც გამოისყიდიან.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ზუსტად იქ ჩაეშვა რაც საკუთარი ქმედებებით დაიმსახურა არადა ძალიან ნიჭიერია გულწრფელად მენანება მისი ტალანტის დაკარგვა
მდა
12 იანვარი 2016 15:21
0
tngh-ს. გეთანხმები, თურქეთის ჩემპიონატი არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ ბელგიისას მთლიანობაში დონით ვერ შეედრება (ნუ დაგავიყდებათ, რომ ბელგია ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზეა). თუმცა ოქრი, რომ პირველი ხუთეულის ან ათელის გუნდში გადასულიყო, კი ბატონო, მაგრამ ბოლოადგილოსან გუნდში მისი გადასვლა, არ არის გამართლებული. თუმცა.....
ბეგი
12 იანვარი 2016 10:37
0
სამწუხაროა ძალიან. დაღუპა ბიჭმა თავისი კარირტაც და ჩვენი მასზე დამყარებული იმედებიც. თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ნეტავ ვცდებოდე.
prins
11 იანვარი 2016 21:44
0
არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. ძალიან "გამიტყდა". მე ამ ფეხბურთელისაგან აღარ ველი უმაღლეს მწვერვალებს. არადა, როგორც ფეხბურთელს, ამის ყველანაირი მონაცემები ქონდა. აბა რა ვთქვა. იქნებ მოხდეს წასწაული და .......
მიხო
11 იანვარი 2016 13:10
0
ვერაფერს იტყვი, სერიოზული შედეგია. მერე ალბათ ცხონვალში გააგრძელებს ვარჯიშს.
Raul
11 იანვარი 2016 12:14
0
"ოქრი", ბევრმა დიდმა ფეხბურთელმა შენს ასაკში დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში. ყველაფერი წინ გაქვს. გამოიყენე შენი ნიჭი. ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში... და თამაში.
tngh
10 იანვარი 2016 14:03
0
მალე გადმოვა საქართველოს ჩემპიონატში. ვარჯიში არ უყვარს და არც დისწიპლინა.
kote
10 იანვარი 2016 02:17
0
როდესაც ცოდნა მთავრდება ვარაუდები იწყება!

გადავიდა იქ სადაც მსთვის უკეთესი იყო. ვარაუდს რეალობა სჯობა. ღმერთმა ხელი მოუმართოს!!!!
სირბილის სწავლების ცენტრი
10 იანვარი 2016 01:03
0
ნაგდად არ მეგონა ასეთ დაბალი დონის გუნდისკენ თუ გაიხედავდა დძალიან ცუდია გული დამწყდა. მეტი შეუდძლია აშკარათ
lasha
10 იანვარი 2016 00:18
0
საერთოდ არ უნდა ამ კაცს ფეხბურთი და ჩვენ ძალით შვილს ვერ გაზრდი შენ ვინც ნაკრებში გამოგიძახოს ის შენზე უარესი იქნება
tato
09 იანვარი 2016 20:42
0

სიახლეები პოპულარული