გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარს" ამერიკულ შეკრებაზე გაჰყვა
AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარმა" ზამთრის პირველ შეკრებაზე წაიყვანა, რომელსაც მირჩა ლუჩესკუს გუნდი აშშ-ში გამართავს.
უკრაინელთა 19-კაციანი გუნდი 10 იანვარს ჯერ ფრანკფურტში გაფრინდა, საიდანაც 11-ში ამერიკაში გადაინაცვლებს.
უკრაინელები აშშ-ში 29 იანვრამდე დაჰყოფენ. იქ ”შახტარი” Florida Сup-ზე ითამაშებს და ასევე, სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.