11 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და მეორე დღეს იგი უკვე "ესქიშეჰირის" ფეხბურთელის რანგში წარადგინეს.
"ესქიშეჰირი" მიესალმება თორნიკე ოქრიაშვილს და მას წარმატებულ სეზონს უსურვებს ჩვენი კლუბის მაისურით", - წერს თურქული კლუბის ოფიციალური საიტი.
"ექსქიშეჰირი" 10 ქულით თურქულ სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და დარჩენისთვის იბრძვის, თურქეთში ბოლო სამი გუნდი ვარდება, ასე რომ, "ესქიშეჰირს" გადარჩენის ზონამდე 4 ქულა
თორნიკეს ახალ გუნდს თურქეთის სუპერლიგაში მომავალი მატჩი 18 იანვარს, "ფენერბაჰჩესთან" შინ უწევს.