14:00 13-01-2016
ფიფას წლის საუკეთესო გოლების ასეულში ქართველის გოლიც მოხვდა! [VIDEO]
AutoSharing Option
ნომინანტებს შორის იყვნენ "რომას" შემტევი ალესანდრო ფლორენცი, რომელმაც "ბარსელონას" გაუტანა, და ლიონელ მესი, რომელმაც "ბაიერნის" კარი აიღო - მსოფლიოს აწ უკვე ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯერომ ბოატენგი გზიდან ისე ეფექტურად ჩამოიცილა, მარტო აღფრთოვანება კი არა, გვარიანადაც იხალისებ კაცი...
ჩვენ კი აქამდე უცნობ ამბავს გეტყვით: ფიფას მიერ შერჩეულ წლის 100 საუკეთესო გოლს შორის ერთ-ერთის ავტორი ქართველი ფეხბურთელიცაა - ვალერიან გვილია.
ზაპოროჟიეს "მეტალურგისა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის საყრდენ ნახევარმცველს "დნიპროს" კარში გატანილი გოლი დაუფასეს. ეს მატჩი ზაპოროჟიეში 12 სექტემბერს გაიმართა და სტუმრებმა 4:1 მოიგეს. მეტალურგთაგან შედევრი შექმნა გვილიამ, რომელმაც ეფექტური კომბინაცია წამოიწყო, მერე თავადვე განავითარა და ეფექტურადვე დააგვირგვინა - ჯერ მცველი, მერე კი მეკარეც ოსტატურად გააცურა და ბურთი ბადეში გაახვია. გვილიას გოლი 89-ე ადგილზე გავიდა.
"ეს ამბავი უკრაინელმა მეგობარმა მითხრა. უზომოდ გამიხარდა. ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. მეამაყება, რომ საუკეთესო გოლებში ქართული გოლიც დაფიქსირდა", - ამბობს გვილია.
შეგახსენებთ, რომ გვილია ზაპოროჟიეს "მეტალურგში" აღარ თამაშობს. მან გუნდი დეკემბერში დატოვა, საქართველოს პასპორტი დაიბრუნა და ახლა პორტუგალიაში გადასვლას იმედოვნებს. როგორც გუშინ თავად გვითხრა, მისი ახალი გუნდის ვინაობა ერთ კვირაში გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
მონახეთ ოქრიაშვილი 74-ე
სინდისი არ გაწუხებს ?თქვი კაცურად რა!!!