დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" შეკრებას თურქეთში გაივლის

AutoSharing Option
უკრაინული "ოლექსანდრია", რომლის რიგებშიც სეზონის ბოლომდე იჯარით ქართველი ლეგიონერი დავით თარგამაძე ასპარეზობს, შეკრებას თურქეთში გაივლის.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა კლუბის პრესსამსახურს განუცხადა, ამ შეკრებაზე განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა: სირბილი და ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში.

თურქული შეკრების ფარგლებში "ოლექსანდრიას" 5 ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი, პირველ შეხვედრას კი 18 იანვარს უკრაინული გუნდი რუმინული "უნივერსიტატიას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული