გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" მთავარ გუნდში მორიგი მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 15 იანვარს, ბრემენის "ვერდერის" პირველი გუნდი, რომელიც შეკრებაზე თურქეთში იმყოფება, ამხანაგურად ვენის "აუსტრიას" დაუპირისპირდა. ბელეკში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

კვლავ "ვერდერის" პირველ გუნდშია ბრემენელთა ქართველი ლეგიონერი გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი 79-ე წუთზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ "ვერდერი" ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული