ლეგიონი: ვაკო ყაზაიშვილმა "კამბურს" შესანიშნავი გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიეს მე-18 ტურის ფარგლებში, გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" სტუმრად "კამბუურს" ესტუმრა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით სძლია - 2:0.

სასიხარულოა, რომ 90-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში სწორედ ქართველმა შემტევმა, ვაკო ყაზაიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ჯერ მშვენიერი მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა, შემდეგ კი მეკარესაც გაუმკლავდა. ვაკოსთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში მე-7 გამოდგა.

ამ გოლის შემდეგ კი ქართული ცვლილებაც განხორციელდა: ვაკოს ნაცვლად მოედანზე გუნდის კაპიტანი გურამ კაშია გამოვიდა, რომელმაც დარჩენილი 2-3 წუთი გაატარა მოედანზე.

ჩატარებული 18 შეხვედრის
შემდეგ ქართველების გუნდი სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეოთხეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს,მერე კი უკეთეს გუნდში თუ მოხვდება კარგი იქნება.
bebeto
17:08 18-01-2016
0
ძაან მაგარი კაცია ვაკო მთელი თამაშის განმავლობაში ძაან აქტიური იყო დღითდღე უმატებს ეს უკვე მართლაც რომ პროგრესია.. ეგრე გააგძლე ვაკო ბოლომდე
ჩორნა
23:51 16-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული