სავარაუდო ტრანსფერები: კომახიძე "რუბინშია", გეგეჭკორს "ზენიტი" ელოდება

AutoSharing Option
შემოდგომაზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ამაში საკმაოდ დიდი როლი მარცხენა ფლანგის შემტევმა ირაკლი კომახიძემ შეასრულა. ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელმა მთელი ტურნირი საიმედოდ ჩაატარა და დაცვაში კარგ თამაშთან ერთად, შეტევებშიც ჩინებული თამაშით გამოირჩეოდა.

ირაკლიმ გულშემატკივრებს თავი განსაკუთრებით ალბანელებთან მოგებულ (1:0) შეხვედრაში დაამახსოვრა, როცა გურამ გოშთელიანის გოლი სწორედ მის შესანიშნავ გარღვევას მოჰყვა.

როგორც შევიტყვეთ, ამჟამად კომახიძე რუსულ კლუბში ვარჯიშობს. ეს სიახლე "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გაგვიმხილა:

"ირაკლი ყაზან
ის "რუბინთან" ერთად პორტუგალიურ შეკრებაზე გაემგზავრა. ის მთავარ გუნდში ვარჯიშობს. იმედია, თავს გამოიჩენს და საბოლოოდ, ყაზანელები გუნდში დატოვებენ".

"რუბინი" პორტუგალიის ქალაქ ლაგუშში 16 იანვარს გაემგზავრა და იქ 29 იანვრამდე ივარჯიშებს. რუსული პრემიერლიგის გუნდი პირინეებზე ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს: 24 იანვარს ავსტრიულ "მატესბურგთან", ხოლო 28 იანვარს - პოლონურ "ლეჩნასთან".

კომახიძის გარდა, ყაზანის "რუბინის" დუბლებს დაუბრუნდა თავდამსხმელი მერაბ ურიდია, რომელმაც ქობულეთში ნახევარი სეზონი ჩაატარა.

ქობულეთელთა დირექტორმა კიდევ ერთი შესაძლო სატრანსფერო სიახლეც გაგვიმხილა:

"ირაკლი კომახიძის გარდა, შესაძლოა, უცხოეთში ლევან გეგეჭკორმაც ითამაშოს. მისით სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი 2" დაინტერესდა და საკითხი მალე გადაწყდება".

ქობულეთელთა ნახევარმცველი ლევან გეგეჭკორი მარტვილის "მერანის" აღზრდილია, 2013 წელს კი, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. 21 წლის გეგეჭკორი "შუქურაში" 2015 წლის ზაფხულში გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას სახელმწიფოს ხარჯზე თავისი ბიზნესი აუწყვია, ორმხრივი შემოსავალი ჰქონია და სულ ტირის. თავის უნიჭო შვილს ვერაფერი მოუხერხა, რადგან ძალიან გავს მამას..............
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული