ვაკო ყაზაიშვილი: ამსტერდამში "აიაქსის" დამარცხება შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ერედივიზიეს მე-19 ტურის წინ, რომელსაც მისი გუნდი სტუმრად ამსტერდამში, "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მესამე ადგილისთვის გვსურს ბრძოლა, სწორედ ამიტომ "ამსტერდამ არენაზე" გამარჯვებისთვის ჩავალთ. იმ შემთხვევაში, თუ გუნდმა საკუთარი ფეხბურთი ითამაშა, მჯერა, შევძლებთ 3 ქულის მოპოვებას", - განაცხადა ქართველმა.

ყაზაიშვილმა "აიაქსის" წინააღმდეგ სტუმრად 3-ჯერ ითამაშა და 2-ჯერ გოლი გაიტანა. მისი თქმით, მას ეს ძალიან ახარებს.

"აიაქსის" და "ვიტესის" შეხვედრა დღეს, 23 იანვარს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 18 ტურის
შემდეგ 31 ქულით "ვიტესი" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დავაი ვაკო დგეს უნდა შეაგდო უეჩველი
saqartvelo
18:51 23-01-2016
0
ვაკო დგეს გაუტანო უნდა აიაქს
saqartvelo
18:52 23-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული