არის შანსი, რომ უახლოეს დღეებში "საბურთალოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი არნემულ კლუბში გადავიდეს, სადაც გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს შეუამხანაგდება.
"ხარაიშვილის თაობაზე ვესაუბრე "საბურთალოს" ხელმძღვანელობას. მათ გამაცნეს თავიანთი პირობები, რომელიც "ვიტესს" გადავუგზავნე.
წესით, უახლოეს ორ დღეში უნდა იყოს პასუხი", - გვითხრა გუშინ "ვიტესის" წარმომადგენელმა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოგა გახოკიძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ხეჩიკაშვილს ვურჩევდი ცოტა დახარჯოს ფული და საბურთალო გააძლიეროს, თორემ ჭიაბრიშვილს გაუჭირდება ადგილის შენარჩუნება უმაღლესში. სხვა შემთხვევაში მერე არ გაუკვირდეთ რატომ მივიღეთ ეს შედეგიო. (გურია, საპოვნელა, ლოკომოტივი, ზუგდიდი გაძლიერდნენ)
საბურთალო ძლიერია. საბურთალო წელს და ყველა მომავალ წლებშიც ჩემპიონი იქნება.