გურამ კაშია: "ვიტესის" ფანები ჩემ მხარდასაჭერად აქციას გეგმავენ

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" მცველმა, 28 წლის გურამ კაშიამ გაზეთ "ლელოსთან" გუნდში უთამაშებლობის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, "ვიტესში" თამაში რომ არ მიწევს. რაც შეეხება გუნდიდან ჩემ შესაძლო წასვლას, არ მინდა, ცხელ გულზე მივიღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, სეზონის ბოლომდე მოვიცადო და დავაკვირდე, როგორ განვითარდება მოვლენები...

უკვე საკმარისი გამოცდილება დავაგროვე და ვიცი, რომ ფეხბურთელის კარიერაში არსებობს შედარებით რთული პერიოდები. ასე აეწყო ახლაც. მსუბუქი ტრავმა მივიღე და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი უთამაშებლობა. მერე გუნდმა თამაშები მოიგო და მწვრთნელმა შემადგენლობა აღარ
შეცვალა...

"ზვოლესთან" მომავალი შეხვედრის 37-ე წუთზე გულშემატკივრებს განზრახული აქვთ, გარკვეული აქცია მოაწყონ ჩემ მხარდასაჭერად...

ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში დავიბრუნო ადგილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული